Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ანი მიროტაძე - თუნდაც საკუთარი რისკის ფასად ემსახურონ საკუთარ იდეალებს, ეს ადამიანის უფლებაა
ipn.ge
21 December 2014, 13:20
"თუნდაც საკუთარი რისკის ფასად ემსახურონ საკუთარ იდეალებს, ეს ადამიანის უფლებაა", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.
"როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურონ საკუთარ იდეალებს და პირველ რეიგში ეს არის ბრძოლა თავისუფლებისათვის, არ აქვს მნიშვნეობა სად გამოხატავს ამას, ეს არის მისი უფლება და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ საქმეში და გააკეთოს მსგავსი ტიპის შეფასებები, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.


წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი